ქმარმა ცოლი მოკლა და თვითმკვლელობაც სცადა-რა მოხდა თელავში?

0
632

მკვლელობა მოხდა თელავში. ჭონქაძის ქუჩაზე საშუალო ასაკის ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

პირველი არხის ინფორმაციით, მკვლელობა ქმარმა ჩაიდინა. მეზობლების ცნობით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა და ის ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას წინ ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მკვლელობის მოტივს ოჯახის ახლობლები ვერ აკონკრეტებენ.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

პირველი არხი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ