განცხადებები

ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ს ყიდის

გადაწყვეტილება რუსთავი2-ს გაყიდვასთან დაკავშირებით არხის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა უკვე მიიღო. რის შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებას არხის ახალმა დირექტორმა და ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ მიაწოდა.

მისი თქმით, არხის გასხვისების პროცესი იქნება საჯარო და გამჭვირვალე.

«ამ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში მიიყვანა კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ რაც გამოწვეულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში , ჩვენი აზრით კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად. და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება და მტკიცებულებები. საბოლოოდ ჩვენ ამასთან დაკავშირებით პოზიცია გვექნება იმ აუდიტორული დასკვნის მომზადების შემდგომ რომელიც უნდა განხორციელდეს კომპანიაში. თუმცა დღეის მდგომარეობით ვინაიდან კომპანიის დოკუმენტაციას ვეცნობი, პარალელურად იმისა, რომ ვახორციელებთ ყველა მოქმედებას არც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი მოქმედებისთვის,»-განაცხადა სალიამ.

პაატა სალიას განცხადებით, კომპანიას აქვს ძალიან დიდი ვალები, რომლის გადახდაც მოახლოებულია. მისივე თქმით, კრედიტორები ითხოვენ უახლოეს დღეებში ამ ვალების გადახდას.

„მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში არსებობს სრულიად ფაქტობრივად სამართლებრივად იმგვარი მდგომარეობა რომ კომპანია უნდა იყოს გაკოტრების რეჟიმში, ჩვენ ამ ნაბიჯს არ ვდგამთ შეგნებულად, ეს არ მოხდება და რუსთავი ორი არასდროს არ გაკოტრდება. სწორედ ამისთვის რომ ეს არ მოხდეს მიღებული იქნა ქიბარ ხალვაშის მიერ ეს გადაწყვეტილება,»-განაცხადა პაატა სალიამ.

მოქმედი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ერთდერთი ვისაც ქიბარ ხალვაში ტელევიზიას არ მიჰყიდის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია. რაც შეეხება «რუსთავი 2»-ის შესყიდვის პირობებს, პაატა სალიას განცხადებით, მისთვის უცნობია კონკრეტულად რა თანხას მოითხოვს ქიბარ ხალვაში, თუმცა ის აცხადებს, რომ კომპანიის 100% -იანი წილის მფლობელი მზად არის ნებისმიერ ბიზნესმენთან დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

წყარო

მსგავსი პოსტები

«რუსული C-400-ის შესყიდვაზე უარს არ ვიტყვით»-რეჯეფ თაიფ ერდოღანი

კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში, საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე დაინიშნა

გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

roma sajaia

დატოვე კომენტარი