განცხადებებიპოლიტიკა

«ქიბარ ხალვაში არის ბიძინა ივანიშვილი»-„ნანუკას შოუს,“ „პროფილის“ და „ვანოს შოუს“ თანამშრომლების ერთობლივი განცხადება (ვიდეო)

«რუსთავი2»-ის გადაცემების „ნანუკას შოუს,“ „პროფილის“ და „ვანოს შოუს“ თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება, გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ბრძოლა გრძელდება.

«ჩვენ ერთადერთ რამეს ვთავაზობთ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ არის არავინ, ქიბარ ხალვაში არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ვთავაზობთ, რომ ჩვენ შევალთ ამ ბრძოლაში ისედაც, ის წამოვა თუ არა მოლაპარაკებებზე, მაგრამ მთავარი არის, რომ თუ მან უნდა დაამტკიცოს, რომ პოლიტიკური ინტერესები არ აქვს ამ ტელეკომპანიასთან, შეეშვას ნიკა გვარამიას ამ შემთხვევაში და მით უფრო მაშინ, როდესაც ნიკა გვარამიას გამყარებული აქვს პოზიციები კონტრაქტით და ის ბრძოლას სამართლებრივად მის საკითხთან დაკავშირებით აპირებს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ნიკა გვარამია არის ჩვენთვის გარანტი სიტყვის თავისუფლების და სარედაქციო დამოუკიდებლობის. თუ თქვენ ამბობთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობასთან არაფერი გესაქმებათ, მაშინ ძალიან გთხოვთ, რომ ნიკა გვარამიას მოხსნასთან დაკავშირებით არც კი განიხილოთ. ეს არის ჩვენი მთავარი შეთავაზება და მინდა გითხრათ, რომ ამ პოზიციაში ვართ ერთიანები როგორც არასდროს და ქიბარ ხალვაში ამ არხზე ერთხელ უკვე მოვიდა და მე ისე, როგორც არასდროს, მახსოვს ამ არხზე რა გააკეთა და მაშინაც ხელისუფლებამ გამოაგზავნა, ზუსტად იმ წლებშიც ხელისუფლების გამოგზავნილი იყო და ზუსტად ვიცით, ისეთი წარუმატებელი არხი, როგორიც ქიბარ ხალვაში პერიოდში იყო, არასდროს არ ყოფილა. ძირითადად, მოდიოდა იმიტომ, რომ აქ ნიუსები დაებლოკა და აღარ ვჭამთ ამას, რაც მაშინ ვჭამეთ,“ — განაცხადა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს”-ილია მეორე

ნუკრი ქანთარია თანაგუნდელებს აკრიტიკებს-«ნაწილი ალბათ, მონასტერში უნდა წავიდეს»

«ნატო უნდა მოემზადოს რუსეთთან შესაძლო ათწლიანი კონფრონტაციისთვის»-იენს სტოლტენბერგი

roma sajaia

დატოვე კომენტარი