ანალიტიკაპუბლიკაციები

ქვეცნობიერის მოთხოვნა

,,ევროპული საქართველოსა“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ამ დღეებში გამართულმა თვითგამორკვევის შეხლა-შემოხლამ ყველას მკაფიოდ დაგვანახა – ხალხში არათუ არ არის ურთიერთბრალდებების მოთხოვნილება, არამედ პირიქით, ადამიანებს ეს გარჩევები მობეზრდათ და კინკლაობას კატეგორიულად არ იღებენ!
თუ ადრე ყველა გატაცებით ვეძლეოდით ამ სადომაზოხისტურ კაიფს, დღეს მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა. დიახ, მოქალაქეთა დაკვეთა მხოლოდ ერთია – რაც შეიძლება ფართო გაერთიანება!
იმავეს მკარნახობს ინტუიცია. გუშინ ,,ღამის მთავარში“ თვალს ვადევნებდი ,,ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების გამოსვლას და შევამჩნიე, რომ ზვიად კვაჭანტირაძე აღარ მაღიზიანებს, დავით ჭიჭინაძის – ,,ოცნებასთან“ ყოფნა უკვე გოიმობააო – აღმაფრთოვანა, ხოლო დავით უსაფაშვილმა სულ გადამრია და ლამის შემიყვარდა კიდეც!.. ასეთმა სწრაფმა გარდაქმნამ მევე გამაოცა, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა – ასე იყო და თავს ვერ მოვიტყუებდი. ალბათ, უკიდურესი გასაჭირის ჟამს, ქვეცნობიერმა გამოიტანა დასკვნა, რომ მხოლოდ ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა.
ჩვენ თან გვსურს ფართო მასების გაერთიანება, საჭიროების შემთხვევაში, მათი ქუჩაში გამოსვლა, ერთი სიტყვით – უძლეველი კოალიციური ფრონტის ჩამოყალიბება და თან შეპყრობილნი ვართ ნაკლოვანების მხილების მანიით. ხალხს კი, როგორც აღვნიშნე, უკვე ნებისმიერი პოლიტიკური დებატი, შინაარსის მიუხედავადაც კი, მობეზრდა და სძულს.
მახსოვს, დედა მთელი ცხოვრება მარიგებდა ხოლმე – განათლებულ ადამიანთან იმეგობრე, მან იცის, რა არის ცუდი და კარგი და როდისმე მაინც შერცხვება, უვიცებს კი არაფრის არ რცხვენიათო…
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ უღრანი ტყის პიტეკანტროპებს ყველა და ყველაფერი სჯობს – ეს ჭირი უნდა მოვიშოროთ! საშოვარზე გამოსული ვიგინდარები მხოლოდ ჭაობში გრძნობენ თავს კომფორტულად და ამიტომ აპრავებენ ასეთი მონდომებით რადიაციული ბელადის ნებისმიერ ნაძირლობას – ფსკერი მათი მშობლიური სტიქიაა.
ჩვენ უფსკრულისკენ მივექანებით!.. ამ ნარჩენებთან ერთად რატომ უნდა გადავიჩეხოთ, სჯობს გზა დავუთმოთ…
დროა სხვაზე უპირატესობის ინფანტილური ექსტაზიდან გამოვიდეთ. წარსულის გამოცდილება და საღი აზრი გვკარნახობს – ძალა ერთობაშია და მორჩა!

ზურა ოდილავაძე

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ჭანური ტოპონიმიკა (მოკლე მიმოხილვა)

Joni Kvaracxelia

ოლიგარქიულმა რეჟიმმა ერი გაამათხოვრა

,,ვიცოდეთ ჩვენი უფლებები,,

დატოვე კომენტარი