ანალიტიკაპუბლიკაციები

ქვეყნის ეკონომიკური დეგრადაცია — ოლიგარქიული მმართველობის შედეგია

მძიმე კრიზისი, ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების მოშლა, მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონის დაცემა, რაც კლასიკური სახეა ოლიგარქიული სისტემის. მიუხედავად ამისა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი თვალს ხუჭავს ყველაფერზე იმის შიშით, რომ ის მიგდებული ლუკმაც არ დაკარგოს.

2019 წლის დასაწყისის მონაცემებით საქართველოში ბანკების 12 სერვისცენტრი დაიხურა. ბოლო პერიოდმა კი აჩვენა ის, რომ იხურება მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ბანკების ფილიალები და სერვისცენტრები, მარტო წალენჯიხაში ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა ორი ბანკი, თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის ფილიალები. უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლები და ახალი ნაკადი უმუშევრებისა კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის საქართველოს ეკონომიკას, ცხოვრების დონის გაუარესებაში.

საქართველოში ბოლო პერიოდის მონაცემებით ათასობით მცირე საწარმო დაიხურა. მცირე მეწარმეობა ნელ-ნელა იძირება და ბევრი აქედან თითქმის ყოველკვირა იხურება, ხოლო დანარჩენ მოქმედ მცირე მეწარმეთა ყოველდღიურობაში დიდი პრობლემები იჩენს თავს, დღეს მცირე მეწარმეების მდგომარეობა კატასტროფულია,რაც აისახება ახლად გამოგონილი რეგულაციებით, ლარის გაუფასურებით თუ მყიდველთა ნაკადის შემცირებით. ეკონომიკური სივრცე აშკარად გაუარესდა და კიდევ უფრო უარესდება.

ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერდა, ლარი არ არის სტაბილური და გაუფასურება ისევ გრძელდება. მთლიანობაში სახელმწიფომ დაკარგა სტაბილურობა. სახელმწიფო და სამართალი კი უნდა იყოს სტაბილური.

ნეპოტიზმით და კორუფციით სავსე სახელმწიფოში სტაბილურობის შეგრძნება დაკარგეს სამართალდამცველებმა, საჯარო სამსახურის თანამშრომლებმა რაც გარკვეულწილად იმოქმედა მათ ფსიქიკაზე, მოტივაციაზე, მათ მოვალეობებზე, სრული ყოველმხრივი ობიექტური და დროული გადაწყვეტილებების მიღებაზე. გადაწყვეტილების მიღება კი დღევანდელ საქართველოში არ ხდება დამოუკიდებლად, ოლიგარქის ნების გარეშე. სამართლის და კანონის უზენაესობის გარეშე არ არსებობს სახელმწიფო. სამართლებრივ სახელმწიფოში სამართალს ადგენს სახელმწიფო და არა ოლიგარქი. მოქალაქეები სახელმწიფოებრივი უკუსვლის ფონზე ტოვებენ საქართველოს და ამ მხრივაც, ქართველების გადამზადება გადასახლებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა სურს ოლიგარქ ივანიშვილს.

ალბერტ ჭანია, სამართალმცოდნე

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

20-21 ივნისის საქმეების გამოძიება მიკერძოებულად მიმდინარეობდა — ადამიანის უფლებათა ცენტრი

Joni Kvaracxelia

ილია სოხუმში: ,,სინათლე დასავლეთიდან მოდის, საქართველოსათვის მაინც-მეთქი!“

ოკუპაციამდე დაწყებული «ანტისაოკუპაციო მოძრაობა»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი