ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი პოლიციის სამმართველოში მესამედ დაკითხეს.
როგორც ცნობილია დედოფალი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს, თუმცა გუშინ ძალადობაში მხილებული “მეფე” დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქვეყნიდან წავიდა, მისი ადვოკატის განცხადებით შესაძლოა მეფემ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს.
ანა ბაგრატიონ გრუზინსკის ადვოკატი ელისო რუხაძე აცხადებს, რომ კანონი ყველას წინაშე თანასწორი უნდა იყოს.
„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც ჩემი მოსაზრებით შეიცავს სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის ერთი ჩვეულებრივი ძალადობის და დანაშაულის გამოძიების საქმე და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ კანონი ყველას წინაშე არის თანასწორი,“-განაცხადა ადვოკატმა.
Loading…
