„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
„მართლა არ მესმის, მეტი პრობლემა არ არის ქვეყანაში გარდა იმისა, რომ უმრავლესობიდან გადის თუ არა ბესელია და მისი რაზმი, ყველა საინფორმაციო იმით კი არ იწყება , რომ რუსეთი ხაშურშია უკვე, იმით იწყება ბესელია რას ამბობს, რაში გაინტერესებთ ბესელია ქოცქალა და მკვლელი გოგიჩაიშვილი რას იტყვის, დატოვებენ თუ არა უმრავლესობას ამას რა მნიშვნელობა აქვს ხალხო, საკონსტიტუციო უმრავლესობა რომც დაკარგოს ივანიშვილმა, ანტიკონსტიტუციური კონსტიტუცია უკვე მიღებული აქვს , ქვეყანა უკვე რუსეთის ქოცშია , ბესელიამ გამოუშვა რუსეთის ჯაშუშები, ტერორისტები , პედოფილები, ნარკოდილერები და მკვლელები, შვიდი წელია მურუსიძე ბესელიების სახეა, ჩინჩალაძეებიცა და გვრიტიშვილებიც, მართლა გეყოფათ რაა, კიდევ რამდენჯერ უნდა გადაიტანონ თქვენი ყურადღება სხვა რამეზე, ბესელიას პიარის ნაცვლად არ გირჩევნიათ, რომ სწორედ ბესელია გააგდოთ თავის ივანიშვილიანად, რომლებმაც დააქციეს და თავზე დაგვამხეს ქვეყანა, რომელთა დიდი ძალისხმევითაც წალეკა კრიმინალმა ქვეყანა , კორუფციაში რომ იხრჩობა ქვეყანა და დღეში ასობით ადამიანი გაურბის სიღატაკეს და იცლება აქაურობა, იცლება ქვეყანა, ოღონდ ბესელია არსად წავა და მისი გვარისანი, რადგან ძალიან ბევრი მოიპარეს და ჩვენი შვილების მომავლის გაუბედურების ხარჯზე , ბესელიების შვილებს უზრუნველი ცხოვრება აქვთ! ბესელიამ ზუსტად იცის რაც უნდა და აკეთებს კიდეც, მაგრამ ჩვენ ვიცით რა გვინდა?!“-წერს მეგი გოცირიძე