პუბლიკაციები

ქვეყანა სადაც ოლიგარქი ბატონობს და ადგენს კანონებს

შეუძლებელია დამოუკიდებელმა სახელმწიფომ მონური აზროვნებით იარსებოს . სახელმწოფოს რომელსაც დღეს აშკარად მმართავს ოლიგარქი, ყოველგვარი მოქმედება თუ უმოქმედება მიმართულია უკუსვლისკენ. დღეს არავინ დაობს იმაზე, რომ სახელმწიფო გადაიქცა ოლიგარქის შპს-დ და რომ სახელმწიფოს აშკარად ეტყობა უკუსვლა წარომოუდგენელი სისწრაფით. მიმდინარეობს ხელისუფლების მხრიდან ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის გატყავება, ეს იქნება პურის, საწვავის, სამომხმარებლო ფასების ზრდა, ინფლაცია, გაორმაგებული და გამოგონილი გადასახადები თუ სხვა მიმდინარე მაკროეკონომიკური არასტაბილურობა. საქართველოში მცოცავი ოკუპაცია ისევ გრძელდება და ამ საოკუპაციო ხაზმა თბილისიდან სულ რამოდენიმე კილომეტრამდე მოაღწია. თითქმის ყოველ კვირას რუსი სამხედროები იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს, რაზეც პასუხი ისევ და ისევ რუსეთის მიმართ მაამებლური პოზიციაა და აბსოლუტური გულგრილობა. ხელისუფლება დუმს რუსეთის ნებისმიერ აგრესიაზე, მცოცავ ოკუპაციაზე, ასევე დუმილით უპასუხეს სამი თუ ოთხიოდე წლის უკან იმ ფაქტს რომ სოფელ საზაქენდში, რომლის ახლოსაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადის, სომეხმა მესაზღვრეებმა 10-15 ჰექტარი მიწა მიისაკუთრეს, ამაზე ხმა ხომ არავის ამოუღია სახელმწიფოს მხრიდან არც მაშინ და არც არასდროს და ბოლოს დავით გარეჯის საკითხზე ხელისუფლების ურეაქციობა ნათლად ასახავს მის რეალურ სახეს, როგორც ამ უკანასკნელ ასევე ყველა საკითხში,მხოლოდ მოსახლეობის აქტიურობამ ბოლოს აიძულა თუნდაც ზანტი ნაბიჯი გადაედგათ. ავსტრიელმა ფსიქოანალიზის ფუძემდებელმა, ზიგმუნდ ფროიდმა თავის დროზე დაასკვნა დღევანდელი ხელისუფლების სინდრომი, კერძოდ ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს ქვეყნის წინსვლისათვის და წარმოუდგენელი სისწრაფით ქვეყანას უკან მიაქანებს და ყველა იმ უარყოფით მოვლენებს რაც თან ახლავს ამ უკუსვლას, აბრალებს სხვას ან თავს სავსებით არამონაწილედ მიიჩნევს: ეწოდება პარაფრენია, შიზოფრენია. დღეს ისინი აშკარად და დაუფარავად ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოსახლეობის არჩევანს, ევროატლანტიკურ სივრცეში გაწვრიანებაზე და გვთავაზობენ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. ქვეყანაში სადაც ოლიგარქი ბატონობს და ადგენს კანონებს, სადაც ეკონომიკური სტაგნაცია, საერთო ფონის გაუარესება, მართული პროვიკაციები, მოსახლეობის დაპირისპირება, სიღარიბის წარმოუდგენელი მატებაა, დანაშაულის ზრდაც ამ პროცესის თანამდევი იქნება. დანაშაულთა სიმრავლე კი არ აკლია სახელმწიფოს. იქ სადაც სახელმწიფო განიცდის ოლიგარქიულ მმართველობას იქ ჩნდება უკუსვლა ეკონომიკური კუთხით და მატულობს დანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებლებიც. ქვეყნის წინსვლა მოქალაქეთა ხელშია, არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება, იგი ეკუთვნის ხალხს. მაგრამ რეალური სახე დღევადელობისა მეტყველებს დემოკრატიული ინდექსის დაბალ მაჩვენებელზე, რაც დადასტურებულიცაა შიდა კვლევებით და გამოსასწორებელია ისევ და ისევ მოქალაქეთა ურყევი ნებით იბრძოლონ სიმართლისთვის, სახელმწიფოებრიობის წინსვლისთვის და თავიანთი შვილების მომავლისთვის.

ალბერტ ჭანია, იურისტი, სამართლამცოდნე
ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანია

Joni Kvaracxelia

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლზე დათქმის გაკეთება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დროებით გაუვრცელებლობაზე ტერიტორიული მთლიანობისათვის ზიანის მიყენების გარეშე სამართლებრივად შესაძლებელია

Joni Kvaracxelia

ქვეყნის ეკონომიკური დეგრადაცია — ოლიგარქიული მმართველობის შედეგია

დატოვე კომენტარი