«წინასწარ დაანონსებულია, რომ აშშ-მ შესაძლოა გაგვიკეთოს დონაცია, საბოლოო დეტალები ჯერ არ არის გაცხადებული. ყველანი ველოდებით მილიონი „ფაიზერის“ მოწოდების გეგმა-გრაფიკი როგორი იქნება. „სინოფარმთან“ აქვს სახელმწიფოს ყველაზე ხელშესახები მოლაპარაკებები. მუდმივი მოლაპარაკებები და პროცესი დინამიურია, ორმხრივი მოლაპარაკებების სახით, საერთოდ გლობალურდ 20 პროცენტი საკმარისი ვაქცინა კოვაქსმა უნდა მოგვცეს 2021 წლის ბოლომდე, ეს არის კოვაქსისგან მილიონ 400 ათასი დოზის მოწოდება და დანარჩენი 2 მილიონი დოზა ვაქცინა ჩვენი მოსაპოვებელია. ერთი მილიონი „ფაიზერი“ და დანარჩენი ალბათ ჩინური ვაქცინების ხარჯზე იქნება. ჩვენ ვაქცინა დასაწყობებული ნამდვილად არ გვაქვს. ქვეყანა ამ ეტაპისთვის ტოტალურად ვაქცინების დეფიციტის წინაშე იმყოფება, რადგან ადამიანების ძალიან ცოტა რაოდენობას აქვს ხელმისაწვდომობა, როდესაც საკმაოდ სერიოზული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. იმედს ვიტოვებთ, რომ ივლისიდან ეს ყველაფერი გამოსწორდება. დანამდვილებით ციფრი არ წერია, მაგრამ საქართველო მონიშნულია იმ რუკაზე, სადაც ამერიკა თავის დონაციას გააკეთებს. ჩვენ ამ თვეში მივიღებთ კოვაქსისგან მესამე ტრანშს „ასტრაზენეკას“ 43 ათასი დოზა ვაქცინის, ამიტომ ვინც გაიკეთა „ასტრაზენეკა“, ამ პერიოდში განსაკუთრებით მაისსა და ივნისში, მათ არ უნდა ეშინოდეთ, მეორე დოზა რამდენიმე კვირაში შემოვა»- ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
«ქვეყანა ამ ეტაპისთვის ტოტალურად ვაქცინების დეფიციტის წინაშე იმყოფება»-ბიძინა კულუმბეგოვი
Loading…