covid-19განცხადება/მიმართვა

“ქვეყანაში ყველა სახის სურსათის მარგი გვაქვს” – თენგიზ კალანდაძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე მსხვილ სავაჭრო ქსელებში სურსათის მარაგებისა და პროდუქციის მიწოდების კუთხით არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტებში, ასევე სასურსათო საწყობებში, მარაგები საკმარისზე მეტია და საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა შეუფერხებლად მოხდება.

Loading…

„ქვეყანაში ყველა სახის სურსათის მარგი გვაქვს, გამართულად მუშაობს პროდუქციის მიწოდების სრული ჯაჭვი. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს სურსათით უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა არ ექნებათ. მთავარია, მათ გაითვალისწინონ, რომ გადამეტებული მოთხოვნის შედეგად, სარეალიზაციო ობიექტებში ხელოვნურად იქმნება სურსათზე დეფიციტი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია სასურსათო ჯაჭვის ყველა რგოლთან, რათა სავაჭრო ქსელების სურსათით მომარაგება უწყვეტად მოხდეს და მოსახლეობამ პროდუქციის შეძენა შეუფერხებლად შეძლოს“, – აღნიშნა თენგიზ კალანდაძემ.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში ისევ დაიწყოს ინფიცირების შემთხვევების ზრდა-ამირან გამყრელიძე

roma sajaia

“ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს…”-ელენე ხოშტარია გიორგი გახარიას მიმართავს

ოპოზიცია აქციებით ვერ შეგვაშინებს-სოზარ სუბარი

დატოვე კომენტარი