მამა ნექტარიუს მჭედლიძე, თბილისში მომხდარ სისხლიან გარჩევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა,სადაც 16 წლის არასრულწოვანმა სამი თანატოლი დაჭრა:
«ესეთი ფაქტები ყოველთვის ხდებოდა ჩვენდა სამწუხაროდ მაგრამ დღეს ეს მასობრივად ხდება ახალგაზრდები ის ახალგაზრდები რომლებიც არიან ქვეყნის მომავლები რითაც ქვეყანამ უნდა შესძლოს,არსებობა გამრავლება დღეს ვფიქრობ რომ დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში როდესაც ვხედავთ თუ როგორ არ დასაჯეს სარალიძის მკვლელები მოზარდებს უჩნდებათ უშიშრობა პასუხისმგებლობის წინაშე ,დღეს ქვეყანაში უამრავი ახალგაზრდა გვეღუპება ყოველდღე უბედურება ხდება ეს ნიშანია ერის გონზე მოსვლის ,ვიღაცა განმიკითხავს მამაო პოლიტიკურ სტატუსებს დებს არა ეს პოლიტიკა ეს არის ერის ტკივილი თქვენ რომ ზიხართ თბილად და ტკბებით ათასგვარი ამაოებით აქ დღეში სულ მცირე 100 მდე წერილი მომდის სულიერად დაცემული ადამიანების ,მშიერი და სასოწარკვეთილების მქონე ადამიანების მაპატიეთ რომ თქვენ ფანატიზმს არ ვაკმაყოფილებ ბერი მუხლებზე დაჩოქილი რომ გონიათ მარტო არა მე ვემსახურები ღმერთს და ჩემს სამშობლოს ჩემი ქვეყნის ტკივილი მტკივა და სიხარული მიხარია მე არ ვარ ეგოისტი ვიჯდე და ჩემ თავზე ვილოცო მარტო მე მინდა ჩემი ერი იყოს ბედნიერი და არ იხოცებოდნენ ახალგაზრდები მე მინდა ჩემ ერს ერთმანეთი უყვარდეთ და არა როგორც დღეს სძულთ ერთმანეთი მაპატიეთ რომ თქვენ ფანატიზმში ვერ ჩავჯექუ მე ეს ბავშვები მტკივა მე ყველაზე მეტად ის ბავშვი მტკივა ვინც თავის ძმას დანა დარტყა .უფალმა დალოცოს საქართველოა»-წერს მამა ნექტარიუს მჭედლიძე