ტელეკომპანია “პირველის” ეთერში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებს ს განმარტავს.
“პოლიტიკაში დაბრუნება არ ყოფილა თვითმიზანი. არ მქონდა ამბიცია, რომ ფართო მასშტაბებით შემოვსულიყავი და მაგრამ ყველაფერს ჰქონდა თავის საზღვარი რამაც მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.
ქვეყანა არის უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში. ყოველდღე იცლება ქვეყანა ადამიანებისგან და ყოველდღიურად ღარიბდება. 361 ლარი, რომელიც მთავრობა დაგვიდგინა როგორც საარსებო მინინუმი, არის თვალებში ნაცრის შეყრა. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც მაცივარს და ტელევიზორს იყიდიან სესხით და მერე შავ სიაში მოხვდებიან ამ განცხადებას აკეთებს ეკონომიკის მინისტრი, რომელსაც ევალება ჭარბვალიანობის აღმოფხვრა. რისთვის გვინდა ყველაფერი თუ არა ადამიანებისთვის. თუ ვერ შევთანხმდებით იმაზე რომ ადამიანი არის მთავარი ღირებულება, მაშინ არაფერი შეიცვლება ამ ქვეყანაში. დიდხან ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე დავბრუნებულიყავი თუ არა პოლიტიკაში, მაგრამ ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია. ყველას ერთად გვიჭირს.. ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. ქვეყანაში არსებული მთავარი პრობლემები უკავშირდება ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს. მან დაადასტურა რომ არ შესწევს ქვეყნის მართვის უნარი”-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილი.
