«ქვეყანაში არავითარი პრაიდი არ ჩატარდება»-ლევან ვასაძე

0
344

«მე მოვისმინე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს. აღვიქვი ეს პირველ პოზიტიურ სიგნალად, საპასუხოდ ჩვენი მოწოდებისა. ახლა ველოდები უკვე შესაბამის სიგნალს ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელსაც მე ვიცნობ როგორც 4 შვილის მამას, მეოჯახე კაცს, ტრადიციულ ქართველ ადამიანს და უცნაური პარადოქსი იქნება თუ ირაკლი კობახიძე, რომელიც ბევრად უფრო ლიბერალური ყაიდისაა, ამგვარ განცხადებას გააკეთებს და ირაკლი ღარიბაშვილი მსგავს განცხადებას არ გააკეთებს. დიდი იმედი მაქვს, რომ 25 ივნისამდე ეს განცხადება გაკეთდება და პრაიდი აუცილებლად უნდა გაუქმდეს. თუ ღმერთმა ნუ ქნას, აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ეყოფა კეთილგონიერება გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა ავირიდოთ ეს სოციალური დაძაბულობა და ეცდება ჩაატარებინოს რადიკალებს ყოვლადმიუღებელი ღონისძიებების სერია, მაშინ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანაში არავითარი პრაიდი არ ჩატარდება»-განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ,,აჭარის” ტელევიზიასთან.

 

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ