შრომითი მიგრაციის პროცესების წარმატებული რეგულირებისა და მართვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის მემორანდუმი მარტში გაფორმდა. ევროკავშირის ქვეყნებთან დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დაწყება უვიზო რეჟიმის შენარჩუნების გარანტი იქნება. როგორც ჯგერენაია ამბობს, შრომითი მიგრაციის შესახებ რეგულაციები 2015 წლიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე პილოტირებისთვის შეირჩა პოლონეთი და ესტონეთი. საპილოტე პროექტის ფარგლებში ისრაელთან ხელი მოეწერა პროექტს და დაახლოებით 500 მოქალაქეზე შესაძლოა სულ მალე გაიცეს სამუშაო ვიზები. ასევე მოლაპარაკებები მიდის რუმინეთთან და კატარის რესპუბლიკასთან. ამჟამად პოლონეთთან, გერმანიასთან და ისრაელთან მიდის მოლაპარაკებები, რომ ქვეყნებს შორის გაფორმდეს ხელშეკრულებები.
ფაქტები.ჯი
previous post
next post