Uncategorized

ქველმოქმედი ამერიკელი მილიარდერი ბათუმშია

85 წლის ამერიკელი მილიარდერი, ჯეიმს საიმონს ამჟამად ბათუმში იმყოფება. ის მისი კუთვნილი იახტით ჩამოვიდა — წერს გამოცემა «ბათუმელები».
გამოცემა «ბათუმელების» ინფორმაციით, ბათუმის პორტში დგას მილიარდერ ჯეიმს საიმონსის კუთვნილი ხომალდი «არქიმედე». ხომალდი 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული და მისი სიგრძე 68 მეტრს შეადგენს.
Forbes-ის მონაცემებით, 2023 წლის მდგომარეობით, საიმონსის ქონება 28 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რითიც ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის 52-ე ადგილს იკავებს. ხოლო 2022 წლის ყველაზე მსხვილი ამერიკელი ფილანთროპების სიაში საიმონსი მე-8 ადგილს იკავებს. სიის პირველი შვიდეული კი ასე გამოიყურება: უორენ ბაფეტი, ბილ და მელინდა ფრენჩ გეითსები, ჯორჯ სოროსი, მაიკლ ბლუმბერგი, მაკკენზი სკოტი, ჩარლზ ფინი, გორდონ და ბეტ მურები. განახლებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით, ჯეიმს საიმონსს ქველმოქმედებისთვის 4 მილიარდი დოლარი აქვს გაღებული.

მსგავსი პოსტები

ლიეტუვაში «ქართველების ქუჩა» — Kartvelu Street გახსნა

აშშ და უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს

roma sajaia

ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი