საფრანგეთში ძლიერ წვიმებთან და ქარიშხლებთან დაკავშირებულ მოვლენებს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 17 დაშავდა, — იუწყება ფრანგული მედია. პარიზში დაიტბორა ერთ-ერთი მატარებლის სადგური, ხოლო პარლამენტის შენობის სახურავიდან წვიმის წყალმა იმ დროს გამოჟონა, როდესაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი გამოდიოდა.