განცხადებები

«ქართულ პოლიტიკაში ხარ ან რუსი, ან ქართველი (ანუ ანტირუსი)»-ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკოსი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში  წერს:

«ქართულ პოლიტიკაში ხარ ან რუსი, ან ქართველი (ანუ ანტირუსი). მესამე პოლიტიკური ნიშა არ არსებობს. შესაბამისად, ვერ იარსებებს ვერანაირი „მესამე ძალა“. ბრძოლა იმაზეა, თუ როგორი უნდა იყოს მეორე — ანტირუსული — პოლიტიკური ძალა.

მოახერხებს თუ არა ხელისუფლება მეორე ძალის ისეთი პერსონაჟებით ინფილტრაციას, რომლითაც შიგნიდან მართავს პროცესებს და ჩვენთვის მოულოდნელ მომენტებში მისთვის საჭირო მიმართულებას მისცემს მათ? პერსონაჟებით, რომლებიც თავიათი მორალური თუ ღირებულებითი სახის გამო, უკიდურესად გაართულებენ მეორე ძალის კონსოლიდაციას?

იქნებ რუსეთმა ეს უკვე მოახერხა და ამ მოცემულობიდან უნდა ამოვიდეთ?»-წერს ზაზა ბიბილაშვილი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

პრეზიდენტი შესაძლოა დააპატიმრონ?-ზურაბიშვილის პასუხი

roma sajaia

რატომ არ ემართება ყველას კოვიდი?-გიორგი ღოღობერიძის განმარტება (ვიდეო)

roma sajaia

თავდასხმა თბილისი პრაიდის აქტივისტსა და მის პარტნიორ ქალზე

დატოვე კომენტარი