დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლის შესახებ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:
„ერთი წლის წინ 35 კაციან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას გამოეყო 25 დეპუტატი, ანუ 9/10 და მაშინ არ დაქცეულა ეს ქვეყანა, 115 კაციან უმრავლესობას 15 დეპუტატი თუ გამოეყოფა, ანუ 10-12 პროცენტის ფარგლებში, არც ამით დაიქცევა ქვეყანა. ეს არის დემოკრატიული პროცესი. ხშირად მეკითხებიან, სად გადის პარტიიდან გამოყოფის ზღვარი. ამბიციების დაკმაყოფილებაზე გადის. შესაბამისად, გადაწყვეტილების ავტორებს უნდა ჰკითხოთ, რა არის მათი ამბიცია და ამის მიხედვით მიხვდებით, სად არის ეს ზღვარი” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.