«ქართულ ოცნებას» 1.18 ლარი «გაბედე»-სგან

0
827

სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი «გაბედე» მივიდა მცხეთაში რესტორან «მარანი ჰოლთან» სადაც ქართული ოცნების წევრებს ჰქონდათ კოორპორატიული წვეულება. იქ იმყოფებოდნენ მინისტრები, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ასევე «მეამბოხე» დეპუტატებიც.

სუფრას ესწრებოდა არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილიც. თუმცა დღევანდელ წვეულებას არ ესწრებოდა პრეზიდენტი ზურაბიშვილი. მოძრაობა «გაბედეს»


წევრებმა მიიტანეს პლასტმასის ერთჯერადი თეფშები სადაც იდო 1 ლარი და 18 თეთრი. შეგახსენებთ რომ სწორედ ეს თანხაა გამოყოფილი სოცილურად დაუცველთა კვებაზე ყოველდღიურად საქართველოში.

მოძრაობა «გაბედეს» წევრებმა უთხრეს რესტორნიდან გამოსულ ქართული ოცნების ლიდერებს, რომ მაშინ როდესაც ქვეყანაში ასეთი მძიმე სოციალური ფონია მათ არ აქვთ უფლება რესტორნებში იარონ.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ