განცხადება/მიმართვა

“ქართულმა ოცნებამ” ევროსაბჭოში დებატების გაუქმება მოითხოვა, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა-ლევან ბეჟაშვილის განცხადება

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, 27 ივნისს, ევროსაბჭოში  მთავარი ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი – დებატები საქართველოზე გაიმართება.

“ჩვენი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან საქართველოში არსებული ვითარებით. მათთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის პოზიცია საქართველოს ევროპულ მომავალთან, პერსპექტივასთან მიმართებაში და ამიტომ სრულ სოლიდარობას უცხადებენ.
ამიტომ არის განპირობებული ის, რომ დღეს ევროსაბჭომ ჩანიშნა საგანგებო დებატები საქართველოში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ექნებათ საშუალება თავისი პოზიცია გამოხატონ იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც დღეს საქართველოშია – როდესაც ჩვენს ახალგაზრდებს, საზოგადოებას ქუჩაში ხვდებიან, ძალადობენ მათზე და არქმევენ ევროპულ მომავალს.
მიუხედავად ქართული ოცნების წარმომადგენლების პროტესტისა, რომ ეს დებატები არ გამართულიყო, ევროსაბჭოს შემადგენლობამ აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას და ხუთშაბათს, 27 ივნისს, გვექნება მთავარი ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი – დებატები საქართველოზე,” – განაცხადა  ბეჟაშვილმა.

მსგავსი პოსტები

“ახალ ლიდერთა ინიციატივა” დროებით აჩერებს მუშაობას

“ისე დაგსჯი, როგორც მკაცრი დედა – თავის ჩაფსმულ მოწიფულ ბიჭს”-ნაცვლიშვილი სააკაშვილს

კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში, საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე დაინიშნა

დატოვე კომენტარი