სახელმწიფო აუდიტის სამსაახურის ინფორმაციით პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მარტში 28 ფიზიკური პირისგან ჯამში მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო.
“ქართული ოცნების” მსხვილ შემომწირველებს შორის იყვნენ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, რომელმაც 45 000 ლარი ჩარიცხა პარტიის ანგარიშზე, ხოლო „ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ კი 50 ათასი ლარი.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით ბოლო ერთ თვეში თანხების შემოწირულობა ასე გადანაწილდა:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 26 635 ლარი.
„გირჩი“ – 12 500 ლარი.
„საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 12 ათასი ლარი.
„თავისუფალი საქართველო“ – 5 500 ლარი.
„ევროპული საქართველო“ – 820 ლარი.
„ერთიანი კომუნისტური პარტია“ 88 ლარი.
Loading…
