პოლიტიკა

«ქართულმა მარშმა» პოლიტიკური პარტია დააარსა

ახალი პოლიტიკური გაერთიანება «ქართული მარში — ეროვნული მოძრაობა» — «ქართულმა მარშმა» პოლიტიკური პარტია დააარსა.

«ქართული მარშის» წევრების განცხადებით, პარტია «ქართული მარში — ეროვნული მოძრაობა» არის მემარჯვენე პოლიტიკური მსოფლმხედველობრივი გაერთიანება, რომელიც შეიქმნა ორი საზოგადოებრივი მოძრაობის, «ქართული მარში»-სა და «გეორგია»-ს გაერთიანების საფუძველზე. დღეს მათი ყრილობა ჩატარდა ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში საგურამოში. ამ ფაქტმა ოპოზიციური სპექტრის ნაწილში პროტესტი გამოიწვია. «ევროპული საქართველოს» წევრმა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგი გამართა ამ თემაზე» მსურს „ევროპული საქართველოს“ სახელით გამოვეხმაურო ცნობას, რომ საგურამოში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაეთმო ექსტრემისტულ, პრო-რუსულ და „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ ძალადობრივ დაჯგუფებას ქართულ მარშს, რაც თავისთავად შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქისთვის. ილია ჭავჭავაძე იყო ამ ქვეყნის ისტორიაში მთავარი ლიბერალი და მედასავლეთე, ვინც დაუსახა საქართველოს გზა დასავლურ ოჯახში დაბრუნებისკენ“, — განაცხადა გიორგი კანდელაკმა. «ქართული მარშის» ლიდერის სანდრო ბრეგაძის თქმით ის თავად აუკრძალავდა ოპოზიციას შესვლას ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. «ნაციონალური მოძრაობა, ბოკერიას პარტია, ეს ურჯულოების კლასტერი ნამდვილად… მე საერთოდ ესეთ წესს დავაწესებდი, რომ ავკრძალავდი მათ არამარტო ილიას სახლმუზეუმში შემოსვლას, არამედ ყველა ისეთ ძირითად, ჩვენს ფუძემდებლურ, სახელმწიფოებრივ ადგილას ყოფნას, რომელსაც ისინი წაბილწავენ», — განუცხადა ბრეგაძემ ჟურნალისტებს ჭავჭავაძის სახლუმზეუმის ეზოში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა მოულოდნელად ინდოეთიდან კიევში ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებში მონაწილეობას ვერ ახერხებენ

გარდაბანში საარჩევნო ხმის სანაცვლოდ ან ფულს აძლევენ ან 5 კგ კარტოფილს (ვიდეო)

დატოვე კომენტარი