გუშინ საქართველოს კინოთეატრებში ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის გაშვების ჩვენებას საზოგადოებისგან მწვავე პროტესტი მოჰყვა.
გამართული ფილმის პრემიერას, თავად ფილმის რეჟისორი ლევან აკინი გამოეხმაურა.
«ძალიან ვამაყობ იმით, რომ არცერთმა კინოთეატრმა არ თქვა უარი დაგეგმილი სეანსის ჩვენებაზე და სოლიდარობა გამოუცხადა ფილმს. ქართულმა აუდიტორიამ ნახა ფილმი! ეს ბრძოლა არ დასრულებულა. აღფრთოვანებული ვარ თითოეული მამაცი მაყურებლით, რომლებიც მყარად იდგნენ და არ შეუშინდნენ არაფერს“, — წერს ლევან აკინი.
Loading…