განცხადებები

«ქართული საზოგადოება ქვეყნის მართვას ანდობს? „მუსტანგი“ ვერ უმართავს»-ზარქუა ხაზარაძეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა პარტია «ლელოს» ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა:

«ლელოსთვის» და გახარიასთვის თურმე „ნაცები“ახლა არის მიუღებელი. მამუკა ხაზარაძემ „მუსტანგის“ მართვა ვერ შეძლო, ცეცხლი წაუკიდა და მისი მართვის მეთოდებიც ვნახეთ. როგორ ჰგონია, ქართული საზოგადოება ქვეყნის მართვას ანდობს? „მუსტანგი“ ვერ უმართავს, გამართული ამერიკული მანქანა. არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში ისევ მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების პარტია დავრჩებით, ხოლო მას ისევ ბიზნესში გადანაცვლება მოუწევს, ასევე სესხის გაცემა, მიღება, ვაჭრობა, რაც მისი თემაა. იქ თავს წარმატებულად გრძნობს. იქ იქნება, სადაც მისი ადგილია. დარწმუნდება, რომ პოლიტიკაში ხელმოცარულია. პატრონებისგან აქვთ დაკვეთა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაენაცვლონ, მარგინალები გახდნენ და რევოლუციონერები იყვნენ, რაც არ გამოუვათ. მათზე უფრო დიდი დაფინანსება და მხარდაჭერა გლობალური ომის პარტიიდან „ნაცებს“ ჰქონდათ, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, რადგან საზოგადოებამ ისინი ისევე გაშიფრა, როგორც „ლელოა“ გაშიფრული»– განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი პოსტები

კელი დეგნანი იმედოვნებს რომ ოპოზიციური პარტიები შევლენ პარლამენტში

3 ივლისს, ავიარეისი «თბილისი-ბერლინი -თბილისი» შესრულდება

სუს-ი ვასამბეკ ბოკოვის დაკავებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი