განცხადებები

„ქართული ოცნების“ მთავარი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ ოპოზიცია არის დაქსაქსული-მეგრელიშვილი

საქართველოს პირველი არხის ეთერში პარტია «გირჩის» წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა:

„ქართული ოცნების“ მთავარი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ ოპოზიცია არის დაქსაქსული, ერთმანეთს არ ენდობა, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს აზარალებს. ასეთი ტყუილების და დაპირებების ფარგლებში შეუძლებელია, თქვა, რომ ჩვენ ვართ ოპოზიცია და ვაპირებთ, ერთად მოვიგოთ. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოვიგო „ლელოსთან“ ერთად,

„ჩვენი საზოგადოების თუ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მთავარ პრობლემად მივიჩნევთ იმას, რომ ოპოზიციაში მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რომელიც განპირობებულია მისკომუნიკაციით, უნდობლობით და იმ ისტორიით, რომელიც ოპოზიციას აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის თუ რაღაცის შედეგად, ფაქტობრივად, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მსგავსი 4-5 პარტია. შეიძლება, მეტიც. ფაქტობრივად, ეს არის ოპოზიციის მთავარი სისუსტე, რომელშიც ვერ ლაგდება ისეთი კონფიგურაცია, სადაც შეიძლება პოლიტიკური თამაშის ადეკვატურად წარმოება. ვერ ხერხდება, რომ ოპოზიცია ერთ მაგიდასთან დაჯდეს, თუნდაც ცივილურ ფარგლებში იდებატოს და მოსახლეობა დაარწმუნოს, თუ ის აღწევს წარმატებას შემდგომ არჩევნებზე, რა იქნება მოსახლეობის მომავალი. როდესაც ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ ვიღაც ჰპირდება მაგალითად, 1 000-ლარიან პენსიას, როგორც „ლელოს“ შემთხვევაშია და შენც ზიხარ იმავე მაგიდასთან, მაგალითად, თქვენს სტუდიაში, ხომ ძალიან რთულია, ასეთ ოპოზიციურ ძალასთან არ შეხვიდე დებატებში, რადგან პირდაპირ, ღიად ატყუებს ამომრჩეველს»- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მსგავსი პოსტები

ტიმ ვალტცმა „CNN“ ჟურნალისტების დაკავების გამო ბოდიში მოიხადა

იური მეჩითოვი საზოგადოებას ბოდიშს უხდის (ვიდეო)

,,ხვალ წყდება საქართველოს ბედი. ვიქნებით ევროპული ოჯახის წევრი თუ ვიქნენით რუსეთის უკანალში»

დატოვე კომენტარი