covid-19არჩევნები

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა Facebook-ის საშუალებით გაავრცელა.

„მინდა მოგახსენოთ, რომ დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში.

თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს, სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა.

მინდა მოგმართოთ თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ — წადით არჩევნებზე და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი.

არაერთხელ მითქვამს და ახლაც განვმეორდები, რომ საქართველოს პარლამენტში მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების დამცველი.

მშვიდობის და განვითარების გზით სვლა, რაც „ქართული ოცნების» მონაპოვარია შეუქცევადი გახდება ჩვენი ქვეყნისთვის.

მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ კახეთის განვითარებაზე ზრუნვას და ერთად შევქმნით ამ მადლიანი კუთხის წარმატების ისტორიას.

ჩვენ, ყველა ერთად გავიმარჯვებთ კახეთისა და საქართველოს წარმატებისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ეპიდსიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა ოკუპირებულ ცხინვალში

Joni Kvaracxelia

კალიფორნიაში შეზღუდვები კვლავ დაწესდა

დატოვე კომენტარი