პოლიტიკა

«ქართული ოცნების» კოორდინატორების ნაწილი «ევროპულ საქართველოში»  გადავიდა

პარტია «ქართული ოცნების»    კოორდინატორების ნაწილმა ამავე პარტიის საარჩევნო შტაბი დატოვა და              «ევროპულ საქართველოში»  გადავიდა.

ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი «ევროპული საქართველოს» გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ გამართა:

„ორი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და «ქართული ოცნებიდან» სხვადასხვა თანამდებობის პირების, სხვადასხვა ადამიანების „ქართული ოცნების“ დატოვების პროცესი გრძელდება. მას შეუქცევადი ხასიათი აქვს,

ეს ადამიანები, წარსულში, პირდაპირ პოლიტიკურად დაპირისპირებულები იყვნენ ჩვენთან, ჩვენ სხვადასხვა ნაპირზე ვიდექით, ბევრი რამე განგვასხვავებდა, მაგრამ საერთო გვქონდა ერთი — ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ბრძოლა,“ — განაცხადა გიგი უგულავამ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს სახეში ხელი გაარტყა-დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

საქართველოს მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე აირჩიეს

«ხელს ვინც მოაწერთ , მერე ? ეკონომიკა აყვავდება ? სამუშაო ადგილები შეიქმნება ? გაჭირვებას დაამარცხებთ?»-ხაბეიშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი