განცხადებები

«ქართული ოცნების» დეპუტატი: «მე არ მგონია, რომ ამ კომისიამ საზოგადოებაში ნდობა დააბრუნოს»

«ქართული ოცნების» დეპუტატი დავით ჭიჭინაძე  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შემნას მხარი არ დაუჭირა და ამასტან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:

„არ მგონია, ეს ხალხი უფრო სამართლიანი, კომპეტენტური და პატიოსანი იყოს, ვიდრე პროკურატურის თანამშრომლები, მაგრამ რადგანაც დღეს ჩვენთან არსებობს ასეთი შეგრძნება, რომ პროკურატურას არ ვენდობით და ვენდობით ამ საგამოძიებო კომისიას, მაშინ სერიოზული პრობლემა გვქონია გამოძიების თვალსაზრისით და საერთოდ, სიმართლის დადგენის თვალსაზრისით,

მე არ მგონია, რომ ამ კომისიამ საზოგადოებაში ნდობა დააბრუნოს. ამიტომ მაინტერესებს და კითხვას ვსვამ, რა პრინციპით იქნენ შერჩეული ეს ადამიანები, რომლებმაც იმის მაგივრად, რომ საზოგადოებაში ნდობა გააჩინონ, უკურეაქციას გამოიწვევენ,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«სრულიად შემთხვევით ერთი რაკეტა არა ვაზიანში, არამედ პირდაპირ ქალაქ თბილისში ჩავარდება»-ჟირინოვსკი საქართველოს ემუქრება

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები ვიდეოკავშირის გამოყენებით გრძელდება

„ნაცაქტივისტებს», არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო-მამუკა მდინარაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი