განცხადებები

«ქართული ოცნების» დამოკიდებულება ლუგარის ლაბორატორიაზე-ზურაბიშვილის განცხადება

«ლუგარის ლაბორატორიის და ამერიკელ ექსპერტების, ამერიკის დაავადებათა ცენტრის (CDC), ეროვნულ ჯანდაცვის ინსტიტუტის (NIH) ღვაწლი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისა და უსაფრთხოებისთვის ვერც გაიზომება. მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის. იმ დროს, როცა ქვეყნის დემოგრაფიული მაჩვენებლები კატასტროფულ ნიშნულზეა ჩასული, როცა ასი ათასობით ადამიანი ტოვებს ქვეყანას, ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს. მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ბედავს და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიას და პროგრამას, რომლის გარეშე სრულიად დაუცვლელი ვრჩებით მოსალოდნელი პანდემიების წინაშე.
აქ მხოლოდ თანხებზე არაა საუბარი, არამედ რეპუტაციულ ზიანზე, ათწლეულობით შექმნილი პროფესიული კავშირების გაწყვეტაზე და ორ ქვეყანას შორის გამყარებულ ნდობასა და თანაშრომლობის ზურგის შექცევაზე.
თან შეურაცხყოფასაც არ ვაკლებთ მეგობარს, პარტნიორს, რომელიც ყველაზე ბნელ დროს გვაწვდიდა უფასო მედიკამენტებს, აცრებს, აპარატურას და რომლის დახმარებით ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაურჩა ც ჰეპატიტს, შიდს, ღორის გრიპს, კოვიდს…. აქ ასევე საუბარია ცოდნის გაცვლაზე, ტრენინგებზე რის გარეშეც ვერ გავზრდით ხვალინდელი დღის მაღალი დონის პროფესიონალებს. იზოლაცია მეცნიერების მტერია! რადგანც საფრთხეში აყენებენ საქართველოს მიერ მოპოვებულ აღიარებას — სანდო და თანასწორ პარტნიორობას.
მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს.»

ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

მსგავსი პოსტები

80 წლამდე ტაქსის მძღოლმა 31 წლის შშმ პირზე სექსუალურად იძალადა

roma sajaia

«არ ვყვები ასეთ ეპიზოდებს ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ამჯერად მოვყვები..»-რას ჰყვება TV «კავკასიის» დირექტორი?

Joni Kvaracxelia

ნიკა გვარამია ტოვებს ქვეყანას

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი