განცხადებები

ქართული ოცნება 40 % საც ვერ აიღებს-ნიკა მელია

ენმ-ს მცხეთის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი და ნიკა მელია მცხეთაში მოსახლეობას შეხვდნენ. პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 40%-საც ვერ აიღებს.
“მახსოვს, 2018 წელს ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული მცხეთის საარჩევნო კამპანიაში და არავის სჯეროდა, რომ ჩვენ მცხეთაში მოვიგებდით არჩევნებს. მცხეთაში არჩევნები მოვიგეთ, ასე იქნება ახლაც. ეს ხელისუფლება ახლოსაც ვერ მივა 40%-მდე. ამაში, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული. ადამიანებთან მაქვს შეხება და ვგრძნობ მათ მხარდაჭერას.
დარწმუნებული ვარ, ზაალ უდუმაშვილი დარჩენილ დროში ყველაფერს გააკეთებს, მცხეთელებთან ერთად, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ საქართველოში 2 ოქტომბერს. მცხეთამ უმნიშვნელოვანესი წვლილი უნდა შეიტანო”,– თქვა მელიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ფიზიკური დაპირისპირებაც იყო…»-ჩხუბი რუის-ურბნისის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის

roma sajaia

«ხალხს აღარ ვაწუხებ, რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ ხან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, ხან ისე გაატარეს»

ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

დატოვე კომენტარი