მცირე და საშუალო ბიზნესის პროგრამა, რომელიც ევროპულმა საქართველომ განსახილველად წარადგინა მმართველმა გუნდმა ჩააგდო. ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ფრაქციის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით პროექტის გაზიარების შემთხვევაში მოსახლეობა გარკვეულ შეღავათებით ისარგებლებდა, თუმცა მისივე შეფასებით მმართველი პარტია მოსახლეობაზე წინ საკუთარ კეთილდღეობას აყენებს და საეროდ არც კი ზრუნავენ ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული ეკონომიკრი ფონის შემსუბუქებისათვის.
