დეპუტატი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ “ქართული ოცნება” დატოვა “დაიცავი საქართველოს” ყრილობაზე იმყოფებოდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:
“„ქართული ოცნება“ დღეს აღარ არის „ქართული ოცნება“. ეს გადაიქცა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბალი რანგის მოძალადეებისა და ჯალათების ოცნებების ახდენის ასპარეზად. საქართველოს იმ მოჯადოვებული წრისგან დაცვა უნდა, რაც ამ ორი ძალის დაპირისპირებისგან შეიქმნა. დღეს ჩვენთვის არის ასპარეზის გახსნის დღე და შემდგომში მთელი პროცესი მოემსახურება იმას, რომ პოლიტიკური შემადგენელი ისეთი დაიბადოს, რომელიც ადამიანებს 2020 წელს ღირსეული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს და ქვეყანას კვლავ არ დააყენებს რევანშის საფრთხის წინაშე. ამას ვგრძნობთ ის ადამიანები, ვისაც ამომრჩევლის, მოსახლეობის, ჩვენი ქართული საზოგადოების პულსაციაზე გვიდევს ხელი. დავტოვე ის პოლიტიკური ორგანიზაცია და ძალა, რომლის ლიდერებიც ამას ვერ გრძნობდნენ,“ – განაცხადა შაქარიშვილმა.
