“ქართული ოცნება” არის რელიგია, სადაც არსებობს ერთი კერპი და ყველა დანარჩენი არის მრევლი”-გია ხუხაშვილი

0
288

პოლიტოლოგმა გიგა ხუხაშვილმა “ტვ პირველთან” პარტია “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

“ადამიანები რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ინფორმაციას აწვდიან… ახლა მე და თქვენ(ჟურნალისტს) რომ ვსაუბრობთ, მიუტანენ ამბავს, რაღაც სისულელეები ილაპარაკა, თავის ინტერპრეტაციას მიაწვდიან, რომ ბოღმა ნარევი სისულელეები ვილაპარაკე და შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა თქვას – ასეთი შეცდომა, რაც ხუხაშვილთან დაკავშირებით დავუშვი, არ დამიშვია. ასეთი სცენარიც არსებობს. მაგრამ, არსებობს სცენარი, რომ ის დაბრუნდება მიწაზე, გაანებებს თავს ღვთაების სტატუსზე შეპოტინებას, ის ხომ ღვთაებაა, „ქართული ოცნება“ ხომ არ არის პარტია, ეს არის რელიგია, სადაც არსებობს ერთი კერპი და ყველა დანარჩენი არის მრევლი. პრემიერმინისტრიდან დაწყებული და უკანასკნელი აქტივისტით დამთავრებული. ეს ხომ დიდი რუხი მასაა”-განაცხადა  ხუხაშვილმა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ