მსოფლიოში

ქართული ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრეს, რაც ამძაფრებს პოლიტიკურ კრიზისს სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში (ვაშინგტონ პოსტი)

სამშაბათს, საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში ოპოზიციის მთავარი ლიდერი დააპატიმრა, რაც პოლიტიკურ განხეთქილებას ამძაფრებს და კიდევ ერთი ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო კრიზისში ჩააგდო.

ნიკა მელია, საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, სამშაბათს, დილით ადრე, მისი პარტიის შტაბიდან გაიყვანეს. გაყვანის ოპერაცია კი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მისმა პარტიამ ტვიტერში განათავსა სპეცრაზმის დიდი კონტინგენტის შენობაში შესვლის ფოტოები სადაც აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ძალებმა შენობაში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მელიას ათობით მხარდამჭერის დასაპატიმრებლად.

არეულობა საქართველოში უკანასკნელი არეულობაა რუსეთის საზღვრის გასწვრივ: ბელორუსში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, რომლებიც ოპოზიციამ გაყალბებულად გამოაცხადა და ყირგიზეთში 15 წლის განმავლობაში მესამე რევოლუცია მოხდა.

საქართველო, დაახლოებით 3.7 მილიონი ადამიანით დასახლებული ქვეყანაა, რომელიც შავი ზღვით ესაზღვრება რუსეთს, უფრო დემოკრატიულად ითვლებოდა, ვიდრე დანარჩენი ორი ნატოში გაწევრიანების ამბიციით. სამშაბათის ესკალაციით საბოლოოდ შეიძლება ისარგებლოს მოსკოვმა, რაც პოტენციურად აშორებს თბილისს მისი ძლიერი დასავლური მოკავშირეებისაგან. ბოლო წლების განმავლობაში, ამერიკელმა დეპუტატებმა საქართველოს ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილებში გამოხატეს შეშფოთება იმის გამო, რომ მმართველი პარტიის „ქართული ოცნება“ ზოგიერთი ქმედება მიანიშნებს „განდგომისკენ“.

Loading…

მილიარდერმა ოლიგარქმა,  «ქართული ოცნების» დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გასულ თვეში განაცხადა, რომ წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ ანალიტიკოსები აზრით, ის კვლავ განაგრძობს კულისებიდან ფსონების დადებას.

ოქტომბერში, როდესაც კოალიციამ «ქართულმა ოცნება» კვლავ გაიმარჯვა, თუმცა ოპოზიციის თქმით არჩევნები გაყალბდა, პოლიტიკური დაძაბულობა დაიწყო. კრიტიკოსებმა დაადანაშაულეს ქართული ოცნება მმართველობის ყველა შტოსა და დონეზე თითქმის სრული კონტროლის კონსოლიდირებაში.

პარტიამ «ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ», რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დააარსა, რომელიც ამჟამსდ იმყოფება დევნილობაში და უკრაინაში ცხოვრობს, მხოლოდ 27 პროცენტი მიიღო. დეკემბრის ბოლოს მელია აირჩა პარტიის ახალ ლიდერად.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოში «კონკურენტული იყო და ზოგადად დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები», მაგრამ აქვე მოიყვანა «ფართოდ გავრცელებული მტკიცებულებები  ამომრჩევლებზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრების წაშლის შესახებ».

გასულ კვირას, პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მოულოდნელად დატოვა თანამდებობა და მისი წასვლის მიზეზად მელიას დაპატიმრების გეგმები დაასახელა.

”მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს პოლარიზაციის დეესკალაციას ჩვენი ქვეყნის  პოლიტიკურ არენაზე”, — განაცხადა გახარიამ ხუთშაბათს, გადადგომის დროს მოწყობილ  პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ მელიას წინასწარი პატიმრობის შეფარდება ”რისკია” ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლესი».

გახარიას მოულოდნელი გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მელიას დაკავება «დროებით გადაიდო». ორშაბათს, პარლამენტის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებიდან 24 საათზე ნაკლები დროის შემდეგ, მელია თავისი  ოფისიდან პოლიციამ შავ ნიშნის ჯიპში გადაიყვანა.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ”იგი შეშფოთებულია კრიზისულ პერიოდში საქართველოს ხელმძღვანელობის პოლარიზებული რიტორიკით”. ასევე განაცხადა, რომ ”დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკური ერების ოჯახში დემოკრატიის განმტკიცების გზაზე”.

”ამ დილით ნაციონალური მოძრაობის შტაბბინაში სცენებით შეძრწუნებული”, — ტვიტერში დაწერა ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა. ”თბილისში ძალადობა და ქაოსი არის ბოლო რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად ახლა და უახლოეს დღეებში. ”

წყარო: washingtonpost.com

მთავარ ფოტოზე: ქართველი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ოფისის შენობის წინ თბილისში. საქართველო 23 თებერვალს. (ირაკლი გედენიძე / როიტერი)

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

პაკისტანში ელექტროენერგია გაითიშა

შესაძლოა ვაქცინა საერთოდ ვერ შექმნან!!

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები ექვსი თვით გაუგრძელა

დატოვე კომენტარი