«ჩვენ ვერ დავმარცხდებით, იმიტომ, რომ ვიბრძვით მომავალი თაობებისთვის. ჩვენ არ მივიღებთ არცერთ შედეგს, გარდა ქართველი ხალხის გამარჯვებისა. მათ შეუძლიათ სიტუაციის განმუხტვა ნებისმიერ მომენტში და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით.
ივანიშვილმა გაანადგურა ძალიან ბევრი ქართული ინსტიტუტი. ქართველმა ხალხმა უნდა დააჩოქოს ივანიშვილი და ფეხზე დააყენოს ქართული სახელმწიფო. დიქტატორი ვერ მართავს საქართველოს, ეს არის უკვე გამოცხადებული დიქტატურა, ეს აღარ არის ჰიბრიდული ფორმა,»-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.