სხვადასხვა

ქართველმა სამხედრომ, რომელმაც 4 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა დააჯილდოვეს

ქართველმა სამხედრომ გოჩა ნონაშვილმა 4 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

«საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის კაპრალ-სპეციალისტმა გოჩა ნონაშვილმა 4 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ იგოეთთან მოხდა. სამხედრო მოსამსახურემ, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსები შეიარაღებულ ძალებში ჰქონდა გავლილი, მძიმედ დაშავებულ მგზავრებს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მისვლამდე, პირველადი კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინა. სამხედრო მოსამსახურეს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა და გამოჩენილი გულისხმიერებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. ლევან იზორიამ გოჩა ნონაშვილი, ერთჯერადი ფულადი პრემიითაც დააჯილდოვა.»-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«რომლის დემონსტრირებასაც ის ახდენს, მივყავართ ერთმორწმუნეობის პრიორიტეტულ პრინციპთან, ანუ გასაგებია სადაც…»

14 წლიანი ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი გარდაიცვალა

Joni Kvaracxelia

ამ წუთებში ვარკეთილის ბაზრის ტერიტორიას ცეცხლი უკიდია (ვიდეო)

დატოვე კომენტარი