სხვადასხვა

ქართველმა მორაგბეებმა რუსი მეტოქეები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მესამე ტურში სტუმრად, ქალაქ კალინინგრადში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 23:6 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების სასარგებლოდ, ანგარიშით 16:3 დასრულდა. ორი ჯარიმა და ერთი ლელო თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, კიდევ ერთი ლელო კი აკაკი ტაბუცაძემ დადო.

მატჩის მეორე ნახევარში მასპინძლებმა სხვაობა 10 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ მე-60 წუთზე დავით ნინიაშვილმა დადო ლელო, რომელიც წარმატებით თედო აბჟანდაძემ გარდასახა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ოკუპანტებმა 28 წლის ქართველი მოკლეს?

Joni Kvaracxelia

უბედური შემთხვევა ფონიჭალაში

შემზარავი ფაქტი თელავში! 75 წლის მამაკაცი ღვინით სავსე რეზერვუარში ჩავარდა და გარდაიცვალა

დატოვე კომენტარი