ქართველმა მეთევზეებმა თევზის ეს უნიკალური ეგზემპლარი ჩაქვის აკვატორიაში მოიპოვეს. ამ განსაკუთრებულ ჯიში კი ე.წ „ზღვის ეშმაკი“ ქვია, რაც გარემოს დაცვის დეპარტამენტშიც დაადასტურეს. ის ოკეანის თევზია და მის სიღრმისეულ ფენებში ბინადრობს.
ბათუმში პირველად მოპოვებული „ზღვის ეშმაკი“-ს ფიტული აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. ის 1955 წელს იქნა მოპოვებული.
თევზის ეს უნიკალური ეგზემპლარი შავ ზღვაში იშვიათობას წარმოადგენს და ის ხმელთაშუა ზღვის აუზიდან აღწევს ჩვენამდე — განმარტავენ მეთევზეობისა და ძავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები.
საქართველოში მისი მოპოვება მაღალი სამეცნიერო ფაქტია, რადგან ამ სახეობის თევზი შავი ზღვის სიღრმისეული ფენების 130-ი მეტრის ქვემოთ, გოგირდწყალბადით გაჯერებულ ფენაში ბინადრობს.