პოლიტიკა

«ქართველი ხალხის აქტის“ კანონპროექტს 10 მხარდამჭერი სენატორი დაემატა

საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ ამერიკელი სენატორების — ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ სენატში დარეგისტრირებულ «ქართველი ხალხის აქტს» მხარდამჭერები ემატებიან.

ჯინ შაჰინის ოფისის ცნობით, კანონპროექტს კიდევ 10 სენატორი უჭერს მხარს.

მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგები იზიარებენ საქართველოში არსებული სიტუაციის გადაუდებლობას. ერთად ჩვენ ვგზავნით მკაფიო სიგნალს იმაზე, რომ არსებობს ჩვენი კანონმდებლობის ორპარტიული მხარდაჭერა და საქართველოსთან მიმართებით ჩვენი პოზიციის მხარდაჭერა, ასევე ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა რჩება უცვლელი იმის მიუხედავად, რომელი პარტია აკონტროლებს ვაშინგტონს ქართველიხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა რჩება უცვლელი მიუხედავად იმისა, რომელი პარტია აკონტროლებს ვაშინგტონს», — აცხადებს ჯინ შაჰინი.

მსგავსი პოსტები

ცესკომ პარტია «კანონი და სამართალი» საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა

„ეს არის ცინიკური დაცინვა საქართველოსი რუსეთის მხრიდან»-სერგი კაპანაძე

«რეალურად მელიას დილემა ასეთია…»-ხუხაშვილი ნიკა მელიაზე

roma sajaia

დატოვე კომენტარი