განცხადებები

«ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ გულწრფელ სამძიმარს სენატორი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო»-გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს და ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

«ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ გულწრფელ სამძიმარს სენატორი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას. ჯონ მაკკეინი სიცოცხლეშივე იქცა პატრიოტიზმის, სიმართლისათვის ბრძოლის, ღირებულებებისათვის თავგანწირვისა და შემართების სიმბოლოდ, რომელიც საკუთარი შეუპოვრობით სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსათვის. მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე განუზომელია, ფასდაუდებელია მისი თანადგომა ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე რთულ და მძიმე დღეებში.
მისი თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით განხორცილდა არაერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სახელმწიფოს გაძლიერებასა და განმტკიცებას. ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირია და მის ღვაწლს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს.გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და მთელ ამერიკელ ხალხს. ჯონ მაკკეინის სახელი სამარადისოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში,»-წერს გიორგი მარგველაშვილი.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ვისაც გამჭვირვალობა არ უნდა, შევადარებ იუდას, იუდა ყოველთვის მალავდა რამდენი ჰქონდა შესაწირში»-მეუფე საბა

roma sajaia

«გაცილებით ბევრი ლგბტ დროშა დაიწვება»-კონსტანტინე მორგოშია

ტიკარაძე საჯაროდ აიცრება

დატოვე კომენტარი