ერთადერთი რის იმედზეც ვარ, არის გლობალური და რეგიონალური რყევები, სხვა მხრივ ჩვენ შანსი არ გვაქ და ავხსნი რატომაც.
იმიტომ რომ
ვერ ვქაჩავთ.. არ შეგვიძლია..
არ ვართ ის ერი..
ისტორიაც ამას ამბობს, რომ ვერ ვაბამთ თავს საერთო პროექტს, გენ.გეგმას.
უცებ ავფეთქდებით ხოლმე, დაგვემართება რაღაც გამონათება, მარა მერე ვეღარ ვაწვებით ბოლომდე.. ჩვენშივე ჩვენით ერთმანეთს (უფრო სწორედ, საერთო საქმეს) ვუთხრით ძირს.
ეს გამონათებები გვემართება მხოლოდ მაშინ, როდესაც გლობალურ და რეგიონალურ პოლიტიკებში რყევებია.
ისე სხვაგვარად ჩვენითვე ჩვენ ჯერ არაფერი გაგვიკეთებია (პოლიტიკურად).
მე19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ნაციონალიზმი (ეროვნულობა) იყო იმ ტენდენციიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა მსოფლიოში, ევროპაში.
მე20 საუკუნის იმ ორ ათწლეულში თუკი რამე ხდებოდა — იყო რუსეთის იმპერიის სიკვდილიდან ახალი კომუნისტური ავადმყოფობის დაბადებამდე და მოძლიერებამდე ვაკუუმში შექმნილი. მერე კი ეს ჩაკლეს ისე თანმინდევრულად და მარტივად, როგორც დაგიბარებია (რაც ვერ შეძლეს მაგალითად ფინეთში და ბალტიის ქვეყნებში, იმიტომ რომ იქ სხვა ერები ცხოვრობენ).
ახალი ეროვნული მოძრაობა აბა როდის მოედო ქვეყანას?
მართალია! როცა ცივი ომი დასრულდა, იმ ვაკუუმში.
რატო 60იან ან 70იან წლებში არ აიტაცა ერმა?
მაშინ ხო კარგად ტკბებოდა წილხვედრი დ ყველაფერს ეგუებოდა კი არადა, ყირაზე გადადიოდა.
ისიც მალევე ჩაკლეს.
როდის მოხდა ვარდების რევოლუცია?
მართალია! როცა ამერიკა მოაბიჯებდა ახლო აღმოსავლეთში, პუტინის ავადმყოფური რეჟიმი კი ჩამოყალბების პროცესში იყო.
ისიც ჩაგვიკლეს 2007-08 წლებში.
და დღემდე.. ეხლაც.. ყველა რგოლში მოდის მოაბიჯებს ეს ზომბი. ასე გონია კრემლს რომ გააღვიძებს იმ მკვდარსულ ავადმყოფობას, რასაც არც კი ვიცი რა დავარქვა. ზოგი ბოროტებას ეძახის, მე კი უფრო პარანოია მგონია.
ამიტომ ვარ მხოლოდ იმის იმედზე, რომ ტანჯული თავისუფალი რუსი ხალხი გათავისუფლდება იმ ბოროტებისგან (პარანოიისგან) და ცოდვებისგან, რაშიც ამდენი საუკუნე ცხივრობს და რისგანც ის ვერ იხსნეს მოწინავე განათლებულმა შვილებმა, მწერლებმა, მოაზროვნეებმა, პატიოსანმა დ კეთილმა რუსმა მოღვაწეებმა, რომლების ცხოვრებაც ტრაგიკულზე ტრაგიკული იყო უკლებლივ.
მე მხოლოდ ამის იმედზე ვარ.
როცა რუსი ხალხი ჩააძაღლებს პუტინს და მის შპანა ოლიგარქებს.
ქართველი ერის იმედი აღარ მაქვს.
რუსულ დიდ რევოლუციაში კი აუცილებლად მივიღებ აქტიურ მონაწილეობას.
საკუთარ სიცოცხლეს არ დავიშურებ იმ დიდ ბრძოლაში, რომელიც კარზეა.
საქართველოში, ვინეორებ, ეხლა არცერთ ბრძოლას აზრი არ აქ, იმიტომ რომ, ისევ და ისევ, ვერ ვქაჩავთ, არ შეგვიძლია, არ გვინდა, არ ვართ ის ერი.
შმაგი სამხარაძე