მსოფლიოშიპროტესტიფოტო/ვიდეო

ქართველი ემიგრანტების პროტესტი გერმანიაში

გუშინ, ემიგრანტების ორგანიზაციამ «#ერთადსახლში» ევროპის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბერლინში და მიუნხენში, რუსეთის საელჩოს წინ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს.

ემიგრანტებმა ასევე გააპროტესტეს საქართველოში ამჟამად მიმდინარე მოვლენები — ქვეყნის მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ბორდერიზაცია და საქართველოს მთავრობის პასიურობა ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ. შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფლებს, დაიკავა როკის გვირაბი. ამ ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით. საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

თურქეთი და საბერძნეთი ხმელთაშუა ზღვის საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ — იენს სტოლტენბერგი

თალიბანის ლიდერებს შორის სერიოზული დაპირისპირებაა

ევროკავშირმა მხარი არ დაუჭირა პუტინის მონაწილეობით სამიტის იდეას

დატოვე კომენტარი