ტიტულიანმა ქართველმა სპორტსმენმა ლევან საგინაშვილმა, პოლონურ ქალაქ რუმში მოჭიდავეთა კომბინირებული “ტოპ -8” პროფესიონალური ჩემპიონატის ფინალი მოიგო.
ლევან საგინაშვილის წონაა 180 კგ, სიმაღლე 190 სმ, ხოლო მკლავის მოჭიდავეთა საშუალო წონა 120-130 კგ. ლევანის მაჯის გარშემოწერილობა 28 სმ, ხოლო ბიცეფსის გარშემოწერილობა 58 სმ-ია!
ფინალში, ლევან საგინაშვილი შეხვდა რუს სპორტსმენs, ვიტალი ლალეტინს. შედეგი – დამაჯერებელi, გამარჯვება ლევანს ხვდა წილად – 6: 0.
1/4 ფინალში ლევანმა დაამარცხა ვეტერანი მკლავჭიდის მოჭიდავე, ამერიკელი ტიმ ბრენსანი, ხოლო 1/2-ში – ყაზახეთის სპორტსმენი, კიდირგალი ორგარბაევი.
ჩემპიონატის ქამრის გარდა, ლევანმა მიიღო პრიზი – 50 ათასი დოლარი.
