სხვადასხვა

“ქართველები ჩვენი ძმები ხართ – თქვეს ინგუშებმა…”

რამდენიმე დღის წინ, რუსეთ-საქართველოს საზღვართან, რუსეთის მხრიდან სატვირთო ავტომობილების უზარმაზარი კოლონა იდგა. გზა ზვავსაშიშროების გამო იყო ჩაკეტილი. მძღოლები მესამე ღამეს ათევდნენ. მათ დასახმარებლად საკვები პროდუქტებით დატვირთული ინგუშები მივიდნენ. იქვე საველე სამზარეულო მოაწყეს და ცხელი კერძის მომზადებას შეუდგნენ. ყველას გაუმასპინძლდნენ, თუმცა პირველად ქართველები და ყაზახები მოიკითხეს.
👉 ქართველები ჩვენი ძმები ხართ – თქვეს ინგუშებმა, ყაზახებს კი მადლობა უთხრეს 1944 წელს, საბჭოთა ხელისუფლების მიერ ყაზახეთში ინგუშების გადასახლებისას, მათი ხალხისთვის გაწეული დახმარების გამო. ინგუშების დეპორტაციის პირველივე წელს 23 ათასი ინგუში დაიღუპა. დეპორტირებულებს ყაზახები გადარჩენაში ეხმარებოდნენ.
📷 თემურ აბადიევისა და ელენა სევრიუკოვას ფოტოები

წყარო:მთის ამბები

Loading…

მსგავსი პოსტები

“მოთხოვნები არ შემიცვლია, მიხეილ კალანდიას დაკავებას ვითხოვ”

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

“თქვენი ადგილი პუტინის ტრ..შია და იქ გაერჭვეთ”-რატომ გაუბრაზდა ვასო ფხაკაძე პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს?

დატოვე კომენტარი