ჩვენ გთავაზობთ ამ ორგანიზაციის ოფიციალურ მიმართვას 14 აპრილის ღონისძებასთან დაკავშირებით. “ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს” აქვს პატივი გაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს, 10:00-დან 18:00-მდე, სასტუმრო “პარაგრაფში” (მისამართი: თავისუფლების მოედანი 7) გაიმართება “საგაზაფხულო ბაზრობა – 2024”.
ბაზრობაზე შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივი წარმოების გამორჩეული პროდუქტები; საგაზაფხულო თემატიკის საჩუქრები და ნაკეთობები, ქართველი ავტორების ხელნაკეთი სამკაულები და სხვა ნივთები, ასევე ქართველ დიზაინერთა მიერ შექმნილი სამოსი და აქსესუარები. საგაზაფხულო ბაზრობის სტუმრებისათვის ბევრი საინტერესო შეთავაზება ექნება ტურიზმის, კულინარიის, ღვინისა და ყველის სექციებს. აქვე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სკოლა თავიანთი სიახლეებითა და შემეცნებითი პროგრამებით. იმოქმედებს საბავშვო გასართობი კუთხე. გათამაშდება ლატარია. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება საქველმოქმედო პროექტების დაფინანსებას.
“ქალთა საერთაშორისო ასოციაცია” არის მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს სხვადასხვა საზოგადოებრივი პროექტის განხორციელებას საქართველოში. პროექტები ძირითადად ორიენტირებულია ჯანმრთელობის, განათლების, ქალთა უნარების განვითარების, ასევე უნარშეზღუდულ და სოციალურად დაუცველ ბავშვთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე.
განსახორციელებელი პროექტების შერჩევა ხდება განსაკუთრებული სიფრთხილითა და წესების მკაცრი დაცვით. თითოეულ მოთხოვნას განიხილავს კომპეტენტური საბჭო და შემდგომ ხდება მათი მონიტორნიგი.
მიმდინარე წელს დასაფინანსებელი პროექტების მთავარი მიმართულებაა – „განათლება და სწავლება უკეთესი მომავლისთვის“. აქვე მოგახსენებთ, რომ ამჟამად ქალთა საერთაშორისო” ასოციაცია საქართველოს” პრეზიდენტი გახლავთ მარია ფიშერი.
