covid-19განცხადებები

ფხაკაძე: ჩინური ვაქცინით ვაქცინაციის დამწყებნი არიან ან უცოდინრები, ან კორუმპირებულები!

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე,  საქართველოში ჩინური «სინოფრამით» ვაქცინაციის დაწყებას გამოეხმაურა:

«იმდენჯერ გავაფრთხილე გადაწყვეტილების მიმღებნი, მაგრამ ამაოდ — არაპროფესიონალიზმი და კორუფცია ღუპავს საქართველოს.

დღეს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ თურმე 27 აპრილიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება და რომ თურმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ექსპერტები სრულად უჭერენ მხარს, დაიწყოს ამ ვაქცინით ვაქცინაცია. ახლა გავშიფროთ ამ გადაწყვეტილების, რბილად, რომ ვთქვათ, მცდარობა -თავშივე ვიტყვი, 2 მლმ თუ რაც გადაიხადეს ამ ნაგავში, წყალში გადაყრილი ფულია. ის მეორე ნაჩუქარი ჩინური ვაქცინის 100 000 დოზაც ასევე ნაგავში უსარგებლოდ გადასაყრელია ფაქტიურად, აი რატომ? ექსპერტები და ეპიდემიოლოგები, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მესამე ტალღის შესაჩერებლად ჩინური ვაქცინით დაიწყონ ვაქცინაცია, არიან ან უცოდინრები, ან კორუმპირებულები! თვითონ აირჩიონ, რომლები არიან ან თქვენ შეაფასეთ»- განაცხადა ფხაკაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

20 ოქტომბერს შაქშაქეთის საგუშაგოსთან საპროტესტო აქცია დააანონსდა

Joni Kvaracxelia

„მეტი რა უნდა გააკეთოს (გააფუჭოს) იუსტიციის მინისტრმა რომ თქვენს კაბინეტში აღარ იყოს?» იხილეთ 10 მიზეზი თუ რატომ არ უნდა იყოს წულუკიანი იუსტიციის მინისტრი

ნაცმოძრაობას იდეალისტი ამომრჩეველი ჰყავს — თაკო ჩარკვიანი

დატოვე კომენტარი