წარმოდგენა არ მაქვს აქედან რა გამოვა, მაგრამ რატომაც არა? ცდა ბედის მონახევრეაო. თამბაქოს მომხმარებელთა და მწარმოებელთა პარტიის ფასეულობები და მმართველობის პრინციპები.
ჩვენ საქართველოს მოქალაქენი ვერთიანებით «თამბაქოს მომხმარებელთა და მწარმოებელთა პარტიაში». შემდგომ «თამბაქოს პარტია».
ვიღებთ ვალდებულებას დავიცვათ თამბაქოს მომხმარებელთა და მწარმოებელთა ინტერესები.
ზოგადად დავიცვათ მწარმოებლების და მომხმარებლების ინტერესები, ვიბრძოლებთ ზოგადად მოქალაქეების უფლებებისთვის და თავისუფალი საბაზრო კონკურენტული ეკონომიკის დამკვიდრებისთვის, რაც უზრუნველყოფს სამართლიან ფასებს და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდას.
ჩვენ არ ვარღვევთ არსებულ კანონებს.
ვაღიარებთ არამწეველების უფლებებს.
ვაღიარებთ და ვიცავთ ადამიანის ყველა უფლებას.
არ ვყოფთ საზოგადოებას პოლიტიკური, რელიგიური, რასობრივი, ეთნიკური თუ რამე სხვა ნიშნით.
პარტია თამბაქო იბრძვის სამართლიანი კანონების და საზოგადოების სამართლიანი მოწყობისთვის სამართლიანი კონკურენციის საფუძველზე.
ვთვლით რომ მოქალაქეებს აქვთ ნების თავისუფლება. ვთვლით რომ ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დაცვა არის საზოგადოების განვითარების, კეთილდღეობის და ჰუმანურობის გარანტია.
პარტიის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე რომელიც აღიარებს პარტიის ფასეულობებს წესდებას და იხდის საწევრო გადასახადს.
მმართველობა და ფინანსები,
პარტიის წევრს აქვს ხმის უფლება ნებისმიერ თემატურ საკითხზე.
პარტიის გადაწყვეტილებები მიიღება არამარტო ხმების უმრავლესობით, არამედ შეიძლება იყოს მიღებული უმცირესობის მიერ დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე.
პარტია «თამბაქოს» საქმიანობა დაფუძნებულია დემოკრატიულ დეცენტრალიზებულ პრინციპებზე.
პარტიის მმართველობის ფორმა არის ჰორიზონტალური. პარტია ფუნქციონირებს პარტიის წევრების საწევრო გადასახადებით და შემოწირულობებით.
პარტიის რაიონული და რეგიონალური წარმომადგენლები, აგიტატორები და ლობისტები იზიდავენ პარტიის რიგებში წევრებს, კრიბავენ საწევრო გადასახადებს, აწვდიან წევრების შესახებ ინფორმაციას ცენტრალურ ოფისს და მოკრეფილი საწევროების და შემოწირულობების 30% რიცხავენ პარტიის ანგარიშზე.
საწევროების დარჩენილი 70% რჩება რაიონული და რეგიონალური წამომადგენლების განკარგულებაში და ხმარდება პარტიულ მიზნებს და ადგილობრივი ოფისის აპარატის საქმიანობას.
პარტიის რეგიონალური და რაიონული ლიდერები ვლინდება მათი რეიტინგებით. პარტიაში მოზიდული წევრების და ხმების რაოდენობით.
პარტიის ცენტრალური ოფისი აწარმოებს პარტიის იდეოლოგიურ საქმიანობას, ამზადებს აგიტატორებს, ლობისტებს და პარტიული განხილვების შემდეგ ადგენს პარტიის პოზიციას ამა თუ იმ საკითხებზე.
პარტია «თამბაქოს» საწევრო გადასახადი ყოველთვიურად შეადგენს ქართული წარმოების სიგარეტის ორი კოლოფის ფასს. დღევანდელ მოცემულობაში არაუმეტეს 8 ლარი.
პარტია ირჩევს სარევიზიო და შიდა აუდიტის კომისიას, რომელიც გააკონტროლებს საწევროების და პარტიული ხარჯების შესაბამისობას.
პარტიული ფასეულობების და ფინანსური დისციპლინის დარღვევები არის პარტიის რიგებიდან გარიცხვის და სულაც სამართლებრივი დევნის საფუძველი.
შემოგვიერთდით.
ეს პოსტი თუ დააგროვებს 100 -ზე მეტ ლაიქს და გაზიარებას.
ჩავთვლი რომ პარტიის დაფუძნების გადაწყვეტილება მიღებულია.
თეიმურაზ ზაქრაძე