ეკონომიკა

ფული საკმარისია ყველასთვის — მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ფლობს მას

მილიარდერებმა ბოლო 10 წელში 6.5 ტრილიონი დოლარი მოიპოვეს — გლობალური უთანასწორობა მძაფრდება

ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსოფლიოს 3,000 მილიარდერმა ქონება 6.5 ტრილიონი დოლარით გაზარდა — ეს მთლიანი გლობალური ეკონომიკის 14.6%-ს შეადგენს. Oxfam-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ამ თანხით გლობალური სიღარიბე 22-ჯერ შეიძლება აღმოიფხვრას.

მიუხედავად ამ სარეკორდო სიმდიდრისა, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი — 3.7 მილიარდი ადამიანი — სიღარიბეში ცხოვრობს. ანგარიშში ნათქვამია, რომ მდიდარი ქვეყნები ამცირებენ დახმარებას იმ დროს, როდესაც განვითარების ფულადი რესურსები სექტორში არ შედის, არამედ ულტრამდიდრების პირად ანგარიშებშია “ჩაკეტილი”.

მთავარი პრობლემები, რასაც Oxfam ასახელებს:

  • 1%-მა 2015 წლიდან 2023 წლამდე რეალურად გაზარდა ქონება 33.9 ტრილიონი დოლარით

  • G7 ქვეყნები აპირებენ საერთაშორისო დახმარების შემცირებას 28%-ით 2026 წლისთვის

  • დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების 60% დეფოლტთან ახლოს იმყოფება

  • გლობალური კერძო ქონება 8-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე საზოგადოებრივი ქონება

  • მილიარდერები იხდიან სიმდიდრის მხოლოდ 0.3%-ის ოდენობის ეფექტურ გადასახადს

Oxfam და Greenpeace-ის დაკვეთით ჩატარებული საერთაშორისო გამოკითხვის მიხედვით, 10-დან 9 ადამიანი ემხრობა მდიდრების დაქვემდებარებას სამართლიან გადასახადებს, რათა დაფინანსდეს ჯანდაცვა, განათლება და კლიმატური კრიზისის მოგვარება.

საგანგაშოა ისიც, რომ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მხოლოდ 16%-ია პროგრესის ტრეკზე 2030 წლამდე.

Oxfam მოუწოდებს მთავრობებს, გადახედონ საგადასახადო პოლიტიკას, აირჩიონ „სახელმწიფო-პირველი“ სტრატეგია და შეამცირონ დამოკიდებულება კერძო ინვესტიციებზე გლობალური განვითარების საკითხებში.

მსგავსი პოსტები

ვინ იყიდა თელასის 25%-იანი წილი?

მარკ ცუკერბერგი 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს

ამ წელს უკვე მეორე ინტერვენცია ეროვნული ბანკის მიერ

დატოვე კომენტარი