დეკანოზი ილია ჭიღლაძე, პრორუსული პარტიის «პატრიოტთა ალიანსი» ბაგრატის ტაძრის ეზოში ჩატარებულ ყრილობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
«პრეზიდენტ მ. სააკაშვილის მიერ აღდგენილ
ბაგრატის კათედრალის ეზოში პუტინის მსახურ ინაშვილ-თარხანმოურავის პოლიტიკურმა შეკრებამ და იქაურობის წაბილწვამ გამახსენა, რომ როგორი უმადურები და დაუნახავები ვართ ხშირად ქართველები.
სახელმწიფო ეყრდნობა სამ მთავარ ინსტიტუტს: ბიუჯეტი, ჯარი, მართლწესრიგი [უსაფრთხოება და კანონმორჩილება]. ეს ყველაფერი შექმნა სააკაშვილის ხელისუფლებამ 2004-2012 წლებში, მათ ჩაიბარეს კრიმინალში და უშუქობა-უგაზობაში ჩაძირული ქვეყანა, სადაც ადამიანების და მანქანების გატაცება სარფიან მოდურ ბიზნესად იყო ქცეული. ოცნებამ ჩაიბარა მიშას მიერ აშენებული სახელმწიფო გამართული ინსტიტუციებით, თუმცა ეს ბრიყვები და არაფრისმაქნისები საქმის კეთების და პროგრესის ნაცვლად, მუდმივად მის ლანძღვაში და შეცდომების წარმოჩენაში იხარჯებიან, ვერ გაძღნენ პირადი სიმდიდრის დაგროვებით. ამასობაში აღორძინდა კრიმინალი და კარგახანია დაწყებულია ეკონომიკის რეგრესი, გაჭირვება მატულობს, არათუ იკლებს. რეალურად, 2012 წლის შემდგომ საქართველს არავითარი სერიოზული პროგრესი არ განუცდია უსაფრთხოების და ეკონომიკის კუთხით, და საგრძნობად ჩამორჩა განვითარების იმ ტემპებს, რაც 2004-2012 წლებში იყო, ესაა მოცემულობა. ახლა კი ხელისუფლებასთან ალიანსში მყოფი ფსევდოპატრიოტი პუტინოიდები ბაგრატის ტაძარს საკუთარ სცენად იყენებენ. ეს უნდა დასრულდეს!»
დეკანოზი ილია ჭიღლაძე