განცხადებები

ფრიდონ ინჯიამ პოზნერის ვიზიტი «ნაციონალურ მოძრაობას» დააბრალა

„ევროპელი სოციალისტების» წევრმა ფრიდონ ინჯიამ  ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტი შეაფასა:

«გუშინ მოხდა ამაზრზენი ფაქტი. ვინ არის პოზნერი? პოზნერი არის აშშ-ის, საფრანგეთის, ისრაელისა და რუსეთის მოქალაქე.

ჩემი აზრით, ეს შედის იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა» და მისი განშტოებები. მათ უკან დგას რუსეთის გარკვეული წრეები.

მე არ მგონია, რომ ეს 87 წლის კაცი იყოს მონაწილე, მაგრამ იმ 50 კაცში, რომელიც მასთან ერთად ჩამოვიდა, ეს იმ სცენარის გაგრძელებაა, რაც იყო 2019 წელს (გავრილოვის ღამე). ის იყო გავრილოვის ღამე, გუშინ იყო პოზნერის ღამე.

ეს მოდის 2003 წლიდან, როდესაც, როგორც კი მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა» გააუქმა ერგნეთის ბაზრობა, გადაკეტა გზები აფხაზეთში, ერგნეთის ბაზრობიდან სამაჩაბლოში ქართული ლარი მოქმედებდა, ყველაფერი ეს გადაკეტა იმისათვის, რომ მიეღო ფინანსური მოგება, რაც უკვე 2008 წელს გამოჩნდა. 2008 წლის ომი რუსეთმა ბრწყინვალედ შეასრულა, რადგან აქ „ნაციონალური მოძრაობის სახით» მხარდამჭერები ჰყავდა.

ისინი კორექტირებას უკეთებდნენ რუსებს, სად და რომელი ადგილი დაებომბათ.

როგორც კი ეს მთავრობა მოვიდა, შეძლო რომ არ ყოფილიყო ომი, ყოფილიყო უვიზო მიმოსვლა, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი მიმოსვლა, ამიტომ, სწორედ, „ნაციონალურმა მოძრაობამ» მოაწყო ასე, რომ ეკონომიურად დაზარალებულიყო საქართველო, გუშინდელი ამბავი კი არის მათი ამ ქმედებების გაგრძელება»-განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ბიუროს სხდომაზე მსხდომო ბო@@#ვილებო…მორჩა დანდობა! თქვენი დედები დაი@#@ნება!»-ნიკა გვარამია

მორიგი გაფრთხილება ანონიმუსისგან

რას ითხოვს ნიკა გვარამია მარეგულირებელი კომისიისგან?

დატოვე კომენტარი